ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლავროვი: რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიას არ დაუშვებს

17 დეკემბერი, 2018 • 1680
ლავროვი: რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიას არ დაუშვებს

რუსეთი არ დაუშვებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს, 17 დეკემბერს კამსამოლსკაია პრავდას რადიოეთერში განაცხადა.

როგორც რუსული მედია წერს, ლავროვმა სამხრეთ კავკასიაში საქართველოსა და NATO-ს შორის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრა.

“დარწმუნებული ვარ, ისინი თავისი ბატალიონებით [საქართველო და NATO] ვერსად შეყოფენ ცხვირს. მათ ესმით, რომ ჩვენ მოკავშირული ურთიერთობები გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და აგრესორებს ჩვენს მოკავშირეებზე თავდასხმის უფლებას არ მივცემთ”, – განაცხადა ლავროვმა.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

საქართველოსა და NATO-ს ნებისმიერი სახის თანამშრომლობას თან ახლავს რუსეთის,  შესაბამისად კი, აფხაზური და ოსური მხარეების კატეგორიული განცხადებები.  უშუალოდ ლავროვს არაერთხელ განუცხადებია, რომ “რუსეთი მზადაა, შესაბამისი ზომები მიიღოს, თუ NATO პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ალიანსში ჩათრევის კუთხით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი