მისი განმარტებით, “გრანდიოზულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავები და ქართული ესტრადის მომღერლები”. კონცერტს შეუერთდება ბრიუსელიდან დაბრუნებული სამთავრობო დელეგაცია. მოსახლეობას სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.


 



„ჩვენი სურვილია, სრულიად საქართველოსთან ერთად გავიზიაროთ ეს სიხარული, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს ახლავს. ამ დღესთან დაკავშირებით 28 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამართავს მიღებას ბათუმში, რომელზეც დიპლომატიური კორპუსი იქნება მოწვეული”, – აღნიშნა ნინო კობახიძემ.


კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნინო ქათამაძე, პაატა ბურჭულაძე, ნიაზ დიასამიძე და 33ა, ნიკოლოზ რაჭველი, ნინო სურგილაძე, გიორგი გაგნიძე, ანსამბლი “შვიდკაცა”, “სუხიშვილები”, ანიტა რაჭველიშვილი. 

 

ნინო კობახიძე
ნინო კობახიძე

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *