სამინისტროს ინფორმაციითვე, გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „იბერიის“ თანამშრომლები, მატერიალური და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატიურად ახორციელებდნენ ფალისიფიცირებული ღვინის, ძვირადღირებული „ქინძმარაულის“ დამზადებას და შემდგომში სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე მის რეალიზებას.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს და ხელოვნური ჩარევის შედეგად შეცვლილი ჰქონდა ბუნებრივი თვისობრიობა,”- წერია სამინისტროს განმარტებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.
