9:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით და „მარშალის სახელობის უშიშროების საკითხების შემსწავლელი ევროპული ცენტრის“ორგანიზებით სემინარს „ენერგეტიკული მომავალი და უსაფრთხოება“ გახსნის.
10:30 საათზე, ორგანიზაცია PH International-ის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროგრამის შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „სკოლის, პოლიციისა და თემის თანამშრომლობა დანაშაულის პრევენციისთვის“. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრება.
ადგილი: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“
11:00 საათზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნოსთვის საჭირო ტექნიკისა და მცურავი საშუალებების ამწის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრებიან.
11:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ემზარ კვიციანის ადვოკატი რეზო კახნიაური კვიციანის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს
11:00 სთ-ზე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი და ილია კვიტაიშვილი ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრთან იაირ შამირთან და ისრაელის სამთავრობო დელეგაციის წევრებთან ერთად შპს ,,ჩირინას” ამიერკავკასიაში უმსხვილეს მეფრინველეობის კომპლესს დაათვალიერებენ.
საკონტაქტო პირი – თაკო გოდერძიშვილი 577 08 00 87
საწარმოს მისამართი: სოფელი მარტყოფი. საწარმო ,,ჩირინა ბროილერ ფარმ”
12:00 საათზე,”პირველ პრესკლუბში” საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შეფასება, II ტური. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს
12:30 საათზე, „პირველ პრესკლუბში“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს. თემა: მთავრობა სათამაშო ბიზნესს ლობირებს. რატომ უნდა გამკაცრდეს სათამაშო ბიზნესის რეგულირება. როგორია სათამაშო ბიზნესის რეგულირების პრაქტიკა ევროპაში. უახლოეს პერიოდში „აფბა“ სათამაშო ბიზნესის ბაზრის კვლევის წინასწარ შედეგებს გაასაჯაროვებს. საკონტაქტო პირი: გიორგი კაპანაძე 571 871 781
13:00 საათზე, სოფელ სუფსაში, შს მინისტრი და აშშ-ს ელჩი საზეიმოდ გახსნიან და დაათვალიერებენ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ „სუფსას“ ტერიტორიაზე ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ახალ შენობას.ღონისძიებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან
13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდიომარე კახა კოჟორიძე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს
13:00 საათზე,”პირველ პრესკლუბში” “არასაპარლამენტო ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შეფასება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: არჩევნების შედეგების შეფასება, II ტური. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
14:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს
