ახალი ამბები

“თელასი” პროფილაქტიკურ სარემონტო სამუშაოებს არჩევნების შემდეგ ჩაატარებს

23 ივნისი, 2014 • • 944
“თელასი” პროფილაქტიკურ სარემონტო სამუშაოებს არჩევნების შემდეგ ჩაატარებს

“სამწუხარო და უსაფუძვლოა ამ ყველაფერზე თანმოყოლილი აჟიოტაჟი და ვუარვყობთ ყოველგვარ ჭორს დედაქალაქში ელექტრომომარაგების შეზღუდვის შესახებ. ამასთან, ვითვალისწინებთ რა საზოგადოებრივ ინტერესს მიმდინარე ადგილობრივი არჩევნების და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მიმართ, მივიღეთ გადაწყვეტილება პროფილაქტიკური სამუშაოები დავიწყოთ არჩევნების დასრულების შემდეგ, რაც, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, იქნება უმნიშვნელო და უარყოფითად არ აისახება დედაქალაქის ელექტრომომარაგებაზე”, – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.

 

აქვე აღნიშნულია, რომ ჩასატარებელი სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოები ითვალისწინებს მხოლოდ ლოკალურ, ერთდროულად ერთი ან ორი ქუჩის რამდენიმე საათით გამორთვას. 

თელასი
თელასი

მასალების გადაბეჭდვის წესი