ახალი ამბები

თბილისში, “ბურგერ ბარის” ფილიალში, ხანძარი გაჩნდა

16 დეკემბერი, 2018 •
თბილისში, “ბურგერ ბარის” ფილიალში, ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, გეგეშიძის პარკში მდებარე “ბურგერ ბარის” ფილიალში ხანძარი გაუჩნდა. შემთხვევა, დაახლოებით, 23:30-ზე მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ჭერში არსებულ ელექტროსადენებს გაუჩნდა.

უწყების ინფორმაციით, ოთხმა სამაშველო ეკიპაჟმა ცეცხლის ლიკვიდირება უკვე შეძლო. დამწვარია 20 კვმ.მ. ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის დროს პერსონალი და მომხმარებლები შენობაში იმყოფებოდნენ, თუმცა ბარი დაკვამლიანებისთანავე დატოვეს.

ხანძარი "ბურგერ ბარში". სქრინები მარიამ ახვლედიანის ვიდეოდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი