ახალი ამბები

ზვიად პატარიძე ასაკობრივ ჯგუფში წლის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელეს

15 დეკემბერი, 2018 •
ზვიად პატარიძე ასაკობრივ ჯგუფში წლის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელეს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზვიად პატარიძე ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ 23-წლამდელთა ასაკობრივ ჯგუფში 2018 წლის საუკეთესო მოჭიდავე კაცად დაასახელა.

ზვიად პატარიძე მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ჯამში, ქართველი მოჭიდავე მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების გამარჯვებული ექვსჯერ გახდა. ის ორჯერ დაეუფლა ოქროს მედალს ჭაბუკებს შორის, სამჯერ – ახალგაზრდებში, ერთხელ კი- 23-წლამდელებში.

ბოლოს პატარიძემ ოქროთი დაასრულა ასპარეზობა ბუქარესტში, სადაც მსოფლიო პირველობა მიმდინარე წლის ნოემბერში gaimarTa.

ამავე ასკობრივ, ჯგუფში საუკეთესო მოჭიდავე ქალის ტიტული იაპონელ იუკაკო კავაის ერგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი