11:00 ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და კომპანია „თელასის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ვახტანგ ქინქლაძე გამართავენ ბრინიფინგს თბილისის მასშტაბით სარემონტო სამუშაოებისგამო ელექტრომომარაგების მოსალოდნელი შეზღუდვების შესახებ .
11:30 გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან ერთად, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ღონისძიებას გამართავს.
12:00 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელ ვასილ თოდუასთან, ფოთში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის პირველად საექსპლუატაციო სამუშაოებს დაათვალიერებენ.
12:00 ალექსანდრე (გულო) მაჩაიძის 80 წლის იუბილე
ადგილი: ბავშვთა საგამოფენო დარბაზი (მისამართი: აღმაშენებლის 136)
14:00 ქ. რუსთავში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი ქვემო ქართლის რეგიონის მეწარმეებს ახალ სამთავრობო პროგრამას – ,,აწარმოე საქართველოში” გააცნობენ.
ადგილი: რუსთავი, სასტუმროშ ,,ვეჯინი”
საკონტაქტო პირი – თაკო გოდერძიშვილი 577 080087

