“აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენ ამ აურზაურის ატეხვამდე გაცილებით ადრე მივიღეთ და მის გასაჯაროებას არც ვაპირებდით, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უზნეო ზეწოლას, აღნიშნული გადაწყვეტილების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა გამართლებულად მივიჩნიეთ”, – აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი.
შიხიაშვილის ამბობს, რომ პრემია, რომელიც 8496 ლარს შეადგენს, დღეს გადარიცხა სოლიდური სიმსივნის მქონე მოზარდების ფონდში.
საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ 30 ივნისს საკრებულოს მიერ ჩატარებული სამუშაოების პრეზენტაციას მოაწყობს და თბილისელებს ანგარიშს ჩააბარებს.
“ამის შემდგომ უკვე საზოგადოებამ უკვე თავად გადაწყვიტოს, ეკუთვნოდათ თუ არა ზეგანაკვეთული მუშაობის გამო პრემია კოლეგებსა და აპარატის თანამშრომლებს”, – ამბობს შიხიაშვილი.

ირაკლი შიხიაშვილი დარწმუნებულია, რომ 25 ივნისს დეპუტატების დიდი ნაწილი ასევე გადარიცხავს გარკვეულ თანხას “ბერია ანდრიას ფონდში”.
ირაკლი შიხიაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საკრებულომ 17 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საკრებულოს თანამდებობის პირებსა და აპარატის თანამშრომლებს ხელფასის 300%-ისა და 200%-ის ოდენობის პრემია ჩაერიცხათ.
საკრებულოს თავმჯდომარემ ბრიფინგზე განმარტა, რომ მან პრემიის სახით 6000 ლარი მიიღო, რაც მისი ხელფასის 300%–ია, თუმცა მოგვიანებით საკრებულოს პრესცენტრმა მოგვაწოდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ირაკლი შიხიაშვილმა 8 496 ლარი იაღო პრემიის სახით.
პრემიის საერთო რაოდენობა, რომელიც 243 პირს გადაეცა, 616 ათას ლარს აღწევს. შიხიაშვილის თქმით, 25 მაისს საკრებულოს წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხელფასი “ბერი ანდრიას ფონდში” გადაერიცხათ.
