მისი თქმით, გადაწყდა, რომ საქართველო ბრიუსელში 1+4 ფორმატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი წევრები იქნებიან პრემიერ-მინისტრი, რომელიც დოკუმენტს მოაწერს ხელს, და 4 მინისტრი: საგარეო საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე


ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია ბრიუსელში 27 ივნისს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გაიმართება. ფანჯიკიძის ინფორმაციით, ღონისძიებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებიც დაესწრებიან.


ნეტგაზეთის კითხვას, რატომ არ მოხვდა საქართველოს სახელმწიფოს მეთაური დელეგაციაში, მაშინ, როდესაც ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების მეთაურები აპირებენ ღონისძიებაში მონაწილეობას, ფანჯიკიძემ ასე უპასუხა:


“ბრიუსელში იკრიბებიან მთავრობების და სახელმწიფოების მეთაურები იმის მიხედვით, რომელ სახელმწიფოში ვინ არის ევროკავშირთან ამ კონკრეტული საკითხის წარმმართველი პირი”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *