ახალი ამბებირეკლამა

ევროკავშირის წარმომადგენლობამ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა

13 დეკემბერი, 2018 • 1491
ევროკავშირის წარმომადგენლობამ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ირინა აბულაძემ და ლევან ხარატიშვილმა  ევროკავშირის დელეგაციას უმასპინძლეს. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი, ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.

შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლებმა სამინისტროსთან არსებული თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს, ხოლო სამინისტროს მხრიდან აქცენტი გაკეთდა იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს, განსაკუთრებით განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით. განსაკუთრებით წარმატებით შეფასდა საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძის  სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა უმაღლესი დონის შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით.

შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხს  საქართველოში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სკოლის გახსნის მოსამზადებელი სამუშაოების მეორე ეტაპი წარმოადგენდა, რომელიც წარმატებით ხორციელდება. განსაკუთრებით აღინიშნა ევროპული სკოლის გახსნის მნიშვნელობა საქართველოსთვის და მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. მხარეები კონკრეტულ ნაბიჯებზეც შეთანხმდნენ, რაც მომავალში აღნიშნული სკოლის ცნობადობას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის  სფეროებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი