ახალი ამბები

“მას ეგონა, რომ ბრიუს უეინი ვიყავი” – კრისტიან ბეილი ტრამპთან შეხვედრას იხსენებს

13 დეკემბერი, 2018 • 1983
“მას ეგონა, რომ ბრიუს უეინი ვიყავი” – კრისტიან ბეილი ტრამპთან შეხვედრას იხსენებს

ბრიტანელმა მსახიობმა კრისტიან ბეილმა, რომელმაც 2005-2012 წლებში კრისტოფერ ნოლანის რეჟისორობით გადაღებულ ტრილოგიაში ბეტმენის (ბრიუს უეინი) როლი ითამაშა, დონალდ ტრამპთან შეხვედრა გაიხსენა. როგორც ბეილმა Variety-ის უთხრა, შეხვედრა 2012 წელს შედგა და მილიარდერ ბიზნესმენს იმ დროს საჯაროდ გაცხადებული არ ჰქონდა პრეზიდენტობის სურვილი/ შესაბამისად, არც მსახიობმა იცოდა ამის შესახებ.

“ჩვენ ბეტმენს ვიღებდით ტრამპ თაუერში და მან თქვა, რომ ავსულიყავი მის ოფისში. მე ვფიქრობ, მას ბრიუს უეინი ვიყავი, რადგან მისი (უეინის) კოსტუმი მეცვა. ის მელაპარაკებოდა როგორც ბრიუსე უეინს და მე მას ავყევი საუბარში. ეს საკმაოდ სახალისო იყო”, – ამბობს კრისტიან ბეილი.

მსახიობმა ტრამპთან შევედრის შესახებ პოლიტიკური კომედია Vice-ის პრემიერისას წითელ ხალიჩაზე ისაუბრა. ბეილი ამ სერიალში ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, დიკ ჩეინის როლს ასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი