ახალი ამბები

რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე 13 დეკემბრის დილას

13 დეკემბერი, 2018 • 1741
რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე 13 დეკემბრის დილას

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე მისბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია.

დეპარტამენტის ცნობით, ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე და ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, მათი ცნობით, გუდაურამდე გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზვავსაშიშროების გამო მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი რჩება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე.

სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი