თურქეთის დედაქალაქ ანკარაში სწრაფმავალი მატარებლის ავარიის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 40-ზე მეტი დაშავდა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია მომხდარის მიზეზი, პირველადი ინფორმაციით, მატარებელი სხვა შემადგენლობას დაეჯახა. ამის შესახებ TRT წერს.
BBC წერს რომ ერთ-ერთი ვერსიით, მატარებელი სხვა შემადგენლობას შეეჯახა. თუმცა, ამასთანავე, არსებობს ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, მატარებელი რელსებიდან გადავიდა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით საღამოს, 18:30 საათზე მოხდა. მატარებელი ანკარიდან კონიაში, დასავლეთ თურქეთში მიდიოდა.
CNN-ის ინფორმაციით, მატარებელში ავარიის დროს 206 მგზავრი იმყოფებოდა.
https://www.youtube.com/watch?v=odhxYYVglL4