ნეტგაზეთი | მცხეთა-ლარსის გზა ჩაკეტილია დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო — შსს მცხეთა-ლარსის გზა ჩაკეტილია დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო — შსს – Netgazeti

მცხეთა-ლარსის გზა ჩაკეტილია დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 79-89-ე კმ-ზე (მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

უწყების ცნობითვე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-ე კმ-დან (გუდაური, ფოსტა) 107-ე კმ-მდე (კობის მონაკვეთი).

ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები და მოძრაობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com