“დავიწყოთ ჯანდაცვის სამინისტროს პრემიების საკიხით. მე ძალიან ვეცადე და მგონი შევასრულე, რომ პრემია, რომელიც აქამდე მოიაზრებოდა როგორც სახელფასო დანამატი, შედეგზე დაფუძნებულ სისტემაზე გადავიყვანე. ანუ პრემიას იღებს ის, ვინც დაადასტურებს, რომ თვის განმავლობაში მართლაც კარგად შეასრულა თავისი საქმე. პირადად მე წელიწადნახევრის განმავლობაში არ ამიღია პრემია, რადგან არ ვთვლი, რომ არაჩვეულებრივად გავაკეთე ჩემი საქმე,”- განუცხადა დავით სერგეენკომ მედიას დღეს, 19 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

 

ჯანდაცვის მინისტრმა აქვე განაცხადა, რომ საკრებულოში პრემიების გაცემის სისტემას არ იცნობს, მაგრამ იმედს გამოთქვამს, რომ საკრებულოს მყარი არგუმენტი აქვს, “თუ რატომ აიღეს ამდენი.”

 

“მთვარობის ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს და ძალიან მალე გვექნება უნიფიცირებული  სისტემა სახელმწიფო მოხელეების პრემირების შესახებ, მკაცრად გაწერილი პროტოკოლით.”

 

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის დღევანდელ განმარტებას, რომ საკრებულოს დეპუტატები თავისი კუთვნილი ხელფასიდან თანხებს საკრებულოს პარტნიორ “ბერი ანდრიას” ფონდში რიცხავდნენ, სერგეენკო ამბობს:

 

“ვიცნობ ამ ფონდს. ეს ფონდი ეხმარება ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების პალიატიურ მოვლას. ჩვენ ამ ფონდთან გვაქვს ურთიერთოერობა, მათთან ერთად ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს პალიატიური მკურნალობის კუთხით. რაც შეეხება საკრებულოს მიერ ამ ფონდში თანხების გადარიცხვას, ყოველთვის მივესალმები ასეთი სახის ინიციატივას,”- განაცხადა მინისტრმა. 


 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *