ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალმა ლუგანსკის რესპუბლიკა აღიარა

18 ივნისი, 2014 • • 1344
ცხინვალმა ლუგანსკის რესპუბლიკა აღიარა

“ხალხის ნების გამოხატვისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა პარლამენტის მხარდაჭერით ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო აღიარა,”- ნათქვამია დადგენილებაში.

 

ამასთან, სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა აწარმოოს მოლაპარაკებები ლუგანსკის სახლხო რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ და შეთანხმება შესაბამისი დოკუმენტებით გააფორმოს.
 

განა იანოვსკაიას თქმითვე, სახელმწიფოს მეთაურის [ლეონიდ თიბილოვის] მიმართ სხვადასხვა ოფიციალური სტრუქტურისა და ცალკეული მოქალაქეების მიერ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების თხოვნით მრავალრიცხოვანი მიმართვები არსებობდა. 

 

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ლუგანსკის ოლქში ლუგანსკის სტატუსის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარე წლის მაისში ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეთა 94%-მა “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. იგივე მოხდა დონეცკშიც, რის შემდეგაც უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ “დონეცკის სახალხო რესპუბლიკა” და “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა” ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა. “



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი