ახალი ამბები

სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები მოქალაქეებს აფრთხილებენ

12 დეკემბერი, 2018 • 3354
სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები მოქალაქეებს აფრთხილებენ

სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს საელჩოების ინფორმაციით, დასაქმების დაპირებით, საქართველოს მოქალაქეებს თაღლითურად ართმევენ ფულს. საელჩოში განმარტავენ, რომ  სკანდინავიის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების დაპირებით, გარკვეული პირები საქართველოს მოქალაქეებს ფულს ართმევენ.

ევროკავშირთან გაფორმებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ხელშეკრულება ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას არ ითვალისწინებს.

საელჩოები მოქალაქეებს მოუწოდებენ, სამუშაო ვიზის მისაღებად, საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებს მიმართონ.

“უკანასკნელ პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც გარკვეული პირების მხრიდან ხდება საქართველოს მოქალაქეების განზრახ შეცდომაში შეყვანა. კერძოდ, სკანდინავიის ქვეყნებში (დანია, ნორვეგია, შვედეთი, ისლანდია, ფინეთი) ლეგალურად დასაქმების დაპირებით (მაგალითად, თევზის გადამამუშავებელ საწარმოებში, Samsung-ის ფაბრიკაში და სხვა.) ხდება საქართველოს მოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვა. აღნიშნული სქემა თაღლითურია და მიზნად ისახავს არა საქართველოს მოქალაქეების რეალურ დასაქმებას, არამედ მათთვის თანხის გამოძალვას,”-წერია საელჩოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაცია სკანდინავიის ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ამ ბმულებზე: დანია; ნორვეგია; შვედეთი; ისლანდია; ფინეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი