ახალი ამბები

საქართველოს ბანკმა მოახდინა სერვისცენტრების ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

18 ივნისი, 2014 • 1419
საქართველოს ბანკმა მოახდინა სერვისცენტრების ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

ადაპტაციის ფარგლებში განხორციელდა სერვისცენტრის შესასვლელის აღჭურვა პანდუსითა და ელექტროკარით. შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნისათვის საქართველოს ბანკის ადაპტირებულ სერვისცენტრებს ზრუნვისა და კეთილი საქმის კეთების სიმბოლო – „სიცოცხლის ხის“ ნიშანი მიენიჭა. საქართველოს ბანკმა ასევე შეცვალა  საბანკო პროცედურები უსინათლოთათვის და შედეგად, მათი მომსახურება მოხდება ბანკის სტანდარტული პროცედურების დაცვით, ყველა სხვა მომხმარებლის მომსახურების იდენტურად. უსინათლო მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ მესამე პირს სთხოვოს ტექსტის წაკითხვა. ამასთან, დოკუმენტზე ხელმოწერის შესასრულებლად გამოიყენოს უსინათლოთათვის განკუთვნლი ბეჭედი (ფაქსიმილია).

 

მიმდინარე წელს საქართველოს ბანკმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 2,3 მილიონი ლარი გამოყო, საიდანაც 180,000 ლარი შშმ პირთათვის 13 საკვანძო სერვისცენტრის ადაპტაციას ხმარდება.

 

მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ბანკი 100–მდე სერვისცენტრის ადაპტაციას მოახდენს.  

 

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 34.1%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 31.7%), კლიენტთა დეპოზიტებისა (საბაზრო წილი 30.2%) და სააქციო კაპიტალის (საბაზრო წილი 35.1%) მიხედვით (2013 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო და სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს. 2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 1.3 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 203 სერვისცენტრის, 497 ბანკომატისა და 1,423 თვითმომსახურების ტერმინალისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ:  www.bog.ge


„საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის“ შესახებ

„საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ საქართველოს წამყვანი ბანკის, საქართველოს ბანკის მიერ 2008 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდია. „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის“ მიზანია მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს და ხელი შეუწყოს ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. ფონდის პრიორიტეტები ყალიბდება საზოგადოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა დროს მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერა, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების მხარდაჭერა, გარემოს დაცვა.  ფონდს აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ბანკის პარტნიორები და ინვესტორები. ფონდიდან თანხების მიზნობრივად ხარჯვას  კი ზედამხედველობას უწევს ბანკის მიერ ჩამოყალიბებული მონიტორინგის სამსახური, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.foundation.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი