ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სარგსიანი: თქვენ გაამდიდრეთ სომხური კულტურა, ჩვენი კი, ქართული

18 ივნისი, 2014 • • 1242
სარგსიანი: თქვენ გაამდიდრეთ სომხური კულტურა, ჩვენი კი, ქართული

“ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და ხაზი გავუსვით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე. შემუშავებულ იქნა კონსტრუქციული მიდგომა განსაკუთრებით მგრძნობიარე თემებთან დაკავშირებით. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ქვეყნისათვის. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ნებისმიერი კონფლიქტის გადაჭრა მხოლოდ მშვიდობიანი გზებით არის შესაძლებელი საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისიწნებით.

 

ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობაზეც ვისაუბრეთ და შესაძლოა, ჩვენი თანამშრომლობა ამ სფეროში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკურ სფეროში, რამეთუ ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ რეგიონში ვცხოვრობთ და არაერთი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებდით, მხარს ვუჭერდით კულტურულ სფეროში: თქვენ გაამდიდრეთ სომხური კულტურა, ჩვენი გარკვეულწილად ქართული კულტურა გავამდიდრეთ. მე მინდა ვუთხრა დიდი მადლობა ბატონ პრეზიდნეტს, რადგან მან მიიღო ჩვენი წინადადება, რათა კონცერტის ორგანიზება განხორციელდეს საიათნოვას იუბილესთან დაკავშირებით, რომლის ხელოვნება იმის ნათელი მაგალითია, რაზეც მე ვისაუბრე”, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი