ახალი ამბები

საქართველოს სერჟ სარგსიანი ეწვია

18 ივნისი, 2014 • • 899
საქართველოს სერჟ სარგსიანი ეწვია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სერჟ სარგსიანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი დახვდნენ.


პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 14:30 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი სომეხ კოლეგას შეხვდება პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით.


შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებს. მოგვიანებით სერჟ სარგსიანი გიორგი მარგველაშვილთან ერთად რუსთაველის თეატრში საიათნოვას დაბადების 300 წლისთავისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტსაც დაესწრება.


ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.


სომხეთის პრეზიდენტი შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც გამართავს. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან სომხეთის საგარეო საქმეთა, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, კულტურის და დიასპორის მინისტრები, ასევე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების ვიცე-პრეზიდენტი და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლები. სერჟ სარგსიანი საქართველოდან სომხურ დელეგაციასთან ერთად 19 ივნისს გაემგზავრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი