ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ცხინვალში

18 ივნისი, 2014 • • 1202
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ცხინვალში

“ვიზიტის დროს განხილული იქნება სამკურნალო-პროფილაქტიკური მიმართულებები და უახლოეს მომავალში სავალდებულო სამედიცინო დაზღვევაზე გადასვლის შესაძლებლობები. გარდა ამისა, იგეგმება ჯანდაცვის ობიექტების შემოწმებაც, – განაცხადა კულიჯანოვმა.
თავის მხრივ, სახელმწიფო დაწესებულების “რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური კვლევითი ორგანიზაციის” დირექტორის პირველმა მოადგილემ იულია მიხაილოვამ მომდევნო წლებში სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის პროგრამების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.



“აუცილებელია ჯანდაცვის სისტემის განვითარება. ამისთვის აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა, დაფინანსების გაზრდა, ისევე, როგორც პერსონალისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა. რესპუბლიკაში ამ მხრივ ბევრი რამ უკვე გაკეთდა. აუცილებელია ოპტიმიზაცია იმ ყველაფრის, რაც ფუნქციონირებს,”-განაცხადა მიხაილოვამ.


მისი თქმით, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვანია უკვე არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება.



ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფში შედიოდნენ ასევე მედიკამენტებით უზრუნველყოფის დეპარტამენტისა და რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის მედიცინის ცენტრის წარმომადგენლები.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი