ახალი ამბები

ევროკავშირი: არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ძალადობა არ უნდა იყოს შეწყნარებული

18 ივნისი, 2014 • • 984
ევროკავშირი: არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ძალადობა არ უნდა იყოს შეწყნარებული

“ჩვენ ვულოცავთ ამომრჩევლებსა და კანდიდატებს 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ეს არჩევნები საქართველოს განგრძობადი დემოკრატიული განვითარების პროცესში წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

ჩვენ მხედველობაში ვიღებთ შიდა დამკვირვებლების დასკვნებს. არჩევნებში დაფიქსირდა გაუმჯობესება საარჩევნო პროცედურებისა და ქალების მონაწილეობის თვალსაზრისით. ამავე დროს, შეშფოთება რჩება კამპანიასთან დაკავშირებული ძალადობისა და დაშინების გამო. ძალადობა და დაშინება არ უნდა იქნას შეწყნარებული მეორე ტურამდე დღეებში, რომლის გამართვა რიგ მუნიციპლაიტეტებშია დაგეგმილი.

 

ორივე- პასუხისმგებელი ხელისუფლება და კონსტრუქციული ოპოზიცია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისათვის. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რათა იმუშაონ ახალ ადგილობრივ თვითმმართველობებში საქართველოს ინტერესებისთვის”, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.


ქეთრინ ეშტონი
ქეთრინ ეშტონი

მასალების გადაბეჭდვის წესი