“მსოფლიო ოკეანის დონე ჰონგ-კონგის სანაპირობზე და სანტიაგოსთან, მიუხედავად ათასობით კილომეტრის დაშორებისა, თანაბარია. მსოფლიო სოციოლოგიისა და პრაქტიკის თანახმად, რეიტინგი და მხარდაჭერა ქვეყნის ყველა წერტილში ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის თანაბარია. სუპს თუ გასინჯავ, მნიშვნელობა არ აქვს, ქვაბის რომელი ნაწილიდან გააკეთებ ამას. ყველგან ერთი გემო აქვს. შესაბამისად, თუ დმანისის რაიონის მე-9 უბანში ჩვენ დაგვიფიქსირეს 48,2 პროცენტი, იქვე გვერდზე უბანში დაწერილია 0,04 პროცენტი. ეს არის შეუძლებელი. ამ გზით ცდილობენ არ შეუშვან საკრებულოში პარტიის პრესცენტრი, ყველასთვის პატივსაცემი ქეთი დოლიძე. ასევე ბათუმში არ უნდათ რობაქიძის შეშვება, ოზურგეთში მამალაძის შეშვება არ უნდათ და ასე შემდეგ”, – განაცხადა ნათელაშვილმა და დასძინა, რომ იგი ხმების ხელახალ გადათვლას და არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს.

