მან დეზინფორმაცია უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მეორე ტურში კოალიციას მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა უპირისპირდება. 

 

“მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ 6 ოპოზიციური ძალა დაუპირისპირდება. ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გასამართი 21 მეორე ტურიდან ქართული ოცნებას“ „ნაცოონალური მოძრაობა“ უპირსპირდება მხოლოდ 6-ში. ვფიქრობ, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სრულიად შეგნებულად ვრცელდება დეზინფორმაცია და ხდება ციფრებით მანიპულირება. სწორედ ამიტომ, აღვნიშნავ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოს მასშტაბით მოიპოვა მანდატების 67 %, თბილისში კი – 72 % ,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კოალიციის ლიდერის განცხადებით,  საქართველოს მასშტაბით, ჯამში, საკრებულოებში- როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგად- „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი იქნება 67%-ით, დანარჩენი პარტიები და საინიციატივო ჯგუფები – 20%-ით, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობა“ – 13%-ით. 

“საერთო შედეგები აჩვენებს, რომ ყველა საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობით ლიდერობს „ქართული ოცნება“ 72%-ით, სადაც გამგებლები და მერები ყველა რაიონში და ქალაქში ლიდერობენ, მათ შორის იქ, სადაც მეორე ტური დაინიშნა,”- აღნიშნა პრემიერმა. 

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *