მან ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემს სამწუხარო უწოდა:

 

“სამწუხაროდ, გარკვეულ ოლქებში ნაკლები აქტივობა იყო. ჩვენ იმ ხარვეზებს, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ და გამოვასწორებთ, უფრო მეტი აქტიურობა იყო ჩვენი მხრიდან საჭირო, თუმცა ალბათ წარმოგიდგენიათ, რომ მაღალი აქტივობის შემთხვევაში ჩვენი მაჩვენებელი 75 პროცენტზე მეტი იქნებოდა”, – განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

 

იგი გარკვეულ ოქლებში ამომრჩევლის დაბალ აქტივობას ასე ხსნის:

 

“მე ამას ვხსნი ისე, რომ საზოგადოებას ჩვენი ხელისუფლების სრული ნდობა აქვს. სპეკულაციები და სიგნალი იმის თაობაზე, რომ ეს არის სიგნალი ჩვენი ხელისუფლებისთვის და გაფრთხილება, აბსოლუტურად გადაჭარბებულია. დემოკრატიულ ვითარებაში ასეთი შედეგი არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მოუპოვებია”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *