ახალი ამბები

არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებისას ერთი პირი დააკავეს

17 ივნისი, 2014 • • 1193
არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებისას ერთი პირი დააკავეს

“ვაკეთებთ შარდების აქციის მობილიზებას. ჩვენი თანამშრომელი თემო ხატიაშვილი იყო ჩართული საზოგადოებრივ აქტივობაში, კონკრეტულად ხელმოწერებს აგროვებდა ტერიტორიულად რუსთაველზე, რა დროსაც დააკავეს, გადაიყვანეს ჯერ სევასტოპოლზე, პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ-  უკვე დიღომში, დიღმის სამმართველოს გვერდით ნარკოლოგიურში. ეხლაც იქ ყავთ, მას ჩამოართვეს მობილური და მას შემდეგ, რაც ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ და ადვოკატი მოვიდა, მხოლოდ შემდეგ დაუბრუნეს”, – აცხადებს კოკა ლაბარტყავა.

 

შინაგან საქმეთა სამინსიტროში ადასტურებენ, რომ თემურ ხატიაშვილი ნარკოლოგიურშია გადაყვანილი:

 

“ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა ამ პირის გადაყვანა ნარკოლოგიური შემოწმებისთვის, აქამდე ის უკვე არის დაჯარიმებული ნარკოტიკების მოხმარებაზე. რაც შეეხება მობილურის ჩამორთმევას, ამას არ გიდასტურებთ”, – აცხადებენ შსს–ში.

 

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სახელზე პეტიცია შეიმუშავა, რომელიც, როგორც თავად აცხადებენ, ქვეყანაში არსებული აგრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგაა მიმართული. პეტიციის ტექსტის გასაცნობად გადადით ლინკზე, სადაც ასევე შესაძლებელია ხელმოწერის დაფიქსირება.

ფოტო: Genpud
ფოტო: Genpud

ფოტო: Genpud
ფოტო: Genpud

მასალების გადაბეჭდვის წესი