“მე ვფიქრობ, რომ შემოდგომიდან ხალხი დაიწყებს საპროტესტო აქციებს. “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად შეუერთდება ამ აქციებს იმ შემთხვევაში, თუ არანაირი პოზიტივი ქვეყანაში არ იქნება. იმედი, რომ რაიმე სახის პოზიტოვი ამ ქვეყანაში იქნება, მე პირადად არ მაქვს. პირიქით, სამწუხაროდ, ველოდები რომ სტაგნაცია, რომელიც დღეს არის, როგორც ეკონომიკაში, ასევე სხვა მიმართულებებით, იქნება შენარჩუნებული და ამიტომ არაფერი აღარ დარჩება ძალიან ბევრ იმედგაცრუებულ და სასოწარკვეთილ ადამიანს, გარდა იმისა, რომ საჯაროდ გამოვიდეს და საჯაროდ გამოხატოს თავისი პროტესტი”, – აცხადებს წიკლაური.
მისი თქმით, კონკრეტული საკითხები, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” აქციებით გააპროტესტებს, არის პოლიტიკურ კლასზე ზეწოლა, შეუსრულებელი დაპირებები და სტაგნაცია ქვეყანაში.
