საბურთალოს ოლქის ზემოხსენებულ რაიონში დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ცესკოს წინასწარი შედეგებით ხმების 33,59% მიიღო, მისმა კონკურენტმა “ქართული ოცნებიდან” გივი ჭიჭინაძემ კი, 28 პროცენტი.
რაც შეეხება საბურთალოს ოლქის სხვა რაიონებს, წინასწარი შედგებით მეორე რაიონში “ქართული ოცნების” კანდიდატმა შორენა ბუხრაშვილმა გაიმარჯვა (40,94%), ხოლო საბურთალოს კიდევ ერთი რაიონი დავით ზურაბიშვილმა მოიგო – 46,52 პროცენტი.
ცესკოს წინასწარი შედეგებით მთაწმინდის მაჟორიტარი ჯაბა ჯიშკარიანი იქნება (40,54). ვაკის ოლქის ერთი რაიონი გიორგი მუსხელიშვილმა (47,44%), ხოლო მეორე რაიონი გოჩა ბაბუნაშვილმა (42,08%) მოიგეს.
კრწანისში ბექა ნაცვლიშვილი ლიდერობს – 48,36%.
ისანის საარჩევნო ოლქი სამ რაიონად იყო დაყოფილი. წინასწარი შედეგებით გამარჯვებულები აქაც “ქართული ოცნების” კანდიდატები არიან: ილია ჯიშკარიანი (47,96%), ზურაბ ნეფარიძე – (45,56%), ირაკლი აბუსერიძე (48,15%).
რაც შეეხება სამგორს, ეს საარჩევნო ოლქი ოთხ რაიონად იყოფა. წინასწარი შედგებით ოთხივე მათგანი “ქართულმა ოცნებამ მოიგო: ია მაკასარაშვილი (41,67%), ლევან დარახველიძე (42,62%), გულიკო ზუმბაძე (52%), ლია ჯახველაძე (40,85%).
ცესკოს წინასწარი შედეგებით ჩუღურეთის მაჟორიტარი რამინა ბერიძე (46,85%) ხდება, რომელმაც არჩევნებში “ნაციონალი” დავით დაღელაშვილი დაამარცხა.
ამავე შედეგების მიხედვით, დიდუბის საარჩევნო ოლქის ერთი რაიონი ვლადიმერი ძნელაძემ (45,91%) მოიგო, ხოლო მეორე – თარაშ შურღაიამ (44,23). ერთ-ერთ მაჟორიტარულ რაიონში კენჭს გიორგი გაბედავაც იყრიდა, თუმცა მან მხოლოდ 115 ხმა (1,13%) მიიღო.
გლდანის საარჩევნო ოლქის ოთხ მაჟორიტარულ რაიონში “ქართული ოცნების” ეს კანდიდატები ლიდერეობენ: კობა კობალაძე – 44.65%, ნინო გოგუაძე – 45.91%, მურთაზ შელია – 39.13%, ქეთევან ჯოხაძე – 41.16%.
იგივე სიტუაციაა ნაძალადევის ოლქში, რომლის ოთხივე მაჟორიტარულ რაიონშიც “ქართული ოცნება” იმარჯვებს: დავით ჭელიძე – 47.21%, გივი გოგლიაძე – 50.02%, ზაქარია კოლელიშვილი – 41.25%, ჯაბა სამუშია – 43.59%.