Post by Goga Khachidze.
ამ საკითხზე დღეს, 16 ივნისს პარტიის ოფისში განცხადება მარნეულში ნაცმოძრაობის გამგებლობის კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმაც გააკეთა. მისი თქმით, კადრები სწორედ მარნეულშია გადაღებული.
“ჩვენ გვაქვს ვიდეომასალები, რომელსაც ცოტა მოგვაინებით გავავრცელებთ. ძალიან ბევრი ფაქტია, როდესაც ყრიან [ბიულეტენებს], სწორედ ეგ არის ჩაწერილი ვიდემასალებში”, – განაცხადა იმამკულიევმა.
15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე ნაცმოძრაობა ვიდეომონიტორინგს ახორციელებდა.




