ახალი ამბები

“დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ხელი შეუშალეს საარჩევნო პროცესს”

16 ივნისი, 2014 •
“დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ხელი შეუშალეს საარჩევნო პროცესს”

“სამართალდამცავმა ორგანოებმა ზედმიწევნით გამოიძიონ კენჭისყრის პროცედურებისთვის და საარჩევნო პროცესისთვის  ხელის შეშლის ყველა ფაქტი. მნიშვნელოვანია დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ხელი შეუშალეს საარჩევნო პროცესს,”- განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა დღეს, 16 ივნისს გამართულ ბრიფინგზე მედიაცენტრში. 

 

გარდა ამისა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში” მიიჩნევენ, საჭიროა ცესკოს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაუმჯობესება და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება. 

 

“მიუხედავად იმისა, რომ ერთობლიობაში ცესკოს წარმომადგენლებმა ადგილებზე თავი გაართვეს საარჩევნო პროცესს, იყო შემთხვევები, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გარკვეული ცოდნა არ ჰქონდათ საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით.”

 

როგორც ეკა გიგაურმა განაცხადა, ორგანიზაციამ ქვეყნის მასშტაბით 30-მდე სერიოზული და 15 შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა დააფიქსირა. 

 

“საერთო ჯამში, შსს უზრუნველყოფდა წესრიგის დაცვას. სპეცუბნებზე განსაკუთრებულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. ზოგადად, არ ყოფილა ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის მცდელობა. საარჩევნო უბანზე აგიტაციის ფაქტები ნაკლებად ფიქსირდებოდა,”- წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი