ახალი ამბები

ეკა აზარაშვილი: თბილისის მერობის კანდიდატებს შორის სავარაუდოდ მეორე ტური გაიმართება

16 ივნისი, 2014 •
ეკა აზარაშვილი: თბილისის მერობის კანდიდატებს შორის სავარაუდოდ მეორე ტური გაიმართება

მისივე თქმით, ვადების გათვალისწინებით მეორე ტური სავარაუდოდ ივლისის ბოლოს შედგება.

 

ეკა აზარაშვილის განცხადებით, ბოლო მონაცემებით “ქართული ოცნების” კანდიდატმა დავით ნარმანიამ ხმათა 46.35% მიიღო, ხოლო ხმათა 27.58% ნიკა მელიას ერგო.

 

“როგორც მოგახსენეთ, თბილისის საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობიდან დათვლილია 87% უბნებისა და წინასწარი მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თბილისში მერობის კანდიდატებს შორის გაიმართება მეორე ტური. რაც შეეხება ვადებს, ზოგადად შეჯამებისთვის გვაქვს არჩევნებიდან არაუგვიანეს 24-დღიანი ვადა, როდესაც შეჯამდება საბოლოო შედეგები, ამის შემდეგ 3 დღეში უნდა დაინიშნოს მეორე ტური და დანიშვნიდან 2 კვირის ვადაში უნდა გაიმართოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ არ გასაჩივრდება შემაჯამებელი ოქმი, ხოლო თუ გასაჩივრდება, ვადები და წესები ასევე გაწერილია საარჩევნო კანონმდებლობით, დაზუსტებით წინასწარ ვერ ვიტყვით კონკრეტულ თარიღს, მაგრამ დაახლოებითი ვადა ამ შემთხვევაში ალაბთ იქნება ივლისის ბოლოს”, – განაცხადა ეკა აზარაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი