ახალი ამბები

პატრიარქიდან დაწყებული, ყველა აღიარებს, რომ “ხმები მოიპარეს” – სააკაშვილი

10 დეკემბერი, 2018 • 1710
პატრიარქიდან დაწყებული, ყველა აღიარებს, რომ “ხმები მოიპარეს” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით ილია მეორის ქადაგებას ეხმაურება. მისი თქმით, პატრიარქით დაწყებული,  “ყველა აღიარებს, რომ ხმები მოიპარეს”.

“პატრიარქიდან დაწყებული და ჩვეულებრივი მოქალაქეებით დამთავრებული ყველა აღიარებს და ამბობს ,რომ “ხმები მოიპარეს”…მოიპარეს და შედეგები უნდა ვაღიაროთ??? არასოდეს!!!არც ეცადოთ!პასუხი იქნება და უკომპრომისო!” – დაწერა მან ფეისბუქზე.

9 დეკემბერს, ქადაგებისას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ გავრცელებულ ცნობებს შეეხო და შემდეგნაირი შეფასება გაახმიანა:

“ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვებიც, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? ისევ ჩვენი ნაკლია. არჩევნების დროს ერთი ხმითაც მეტი რომ იყოს, უკვე ადამიანი გამარჯვებულია”, – თქვა მან.

ხშირად ისმოდა, რომ ხმები მოიპარეს, ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს? – ილია II

მასალების გადაბეჭდვის წესი