ახალი ამბები

გლობალურად, პუტინს 63% არ ენდობა – Pew Research Center

9 დეკემბერი, 2018 • 1271
გლობალურად, პუტინს 63% არ ენდობა – Pew Research Center

მსოფლიოს ქვეყნებში რუსეთისა და პუტინისადმი ნდობა დაბალია. ამის შესახებ Pew Research Center-ის კვლევაშია საუბარი, რომელიც მაისიდან აგვისტომდე, 25 ქვეყანაში 26, 612 ადამიანს შორის ჩატარდა და 6 დეკემბერს გამოქვეყნდა.

მონაცემების თანახმად, 25 ქვეყნიდან სულ რამდენიმე სახელმწიფოში აქვს მოსახლეობის ნახევარზე მეტს დადებითი დამოკიდებულება  პუტინის მიმართ, შედარებით მეტს კი – ზოგადად, რუსეთის მიმართ. თუმცა, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოსკოვი ახლა უფრო ძლიერია საერთაშორისო არენაზე, ვიდრე 10 წლის წინ.

შედეგების თანახმად, 25-დან 16 ქვეყანაში რუსეთის მიმართ უარყოფითი განწყობები დომინირებს. კითხვას, როგორი დამოკიდებულება აქვთ რუსეთთან, დადებითად გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა მხოლოდ 4 ქვეყანაში უპასუხა: ფილიპინები(63%), თუნისი(55%), სამხრეთ კორეა(53%) და საბერძნეთი(52%).

დიდწილად უარყოფითი შედეგი გამოიკვეთა დასავლეთის ქვეყნებში. მაგალითად, კანადაში რუსეთი მხოლოდ 27%-ს მოსწონს, აშშ-ში კი – 21%-ს. ევროპის ქვეყნებში ყველაზე უარყოფითი შედეგი ნიდერლანდებსა და შვედეთში შეინიშნება, სადაც მოსკოვის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება 79%-ს აქვს.

ჯამში, 25 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვით, რუსეთის მიმართ 54% უარყოფით განწყობას აფიქსირებს, 34 კი – დადებითს, 12%-ს არ უპასუხია/არ იცოდა.

დამოკიდებულება რუსეთის მიმართ 25 ქვეყანაში. წყარო: Pew Research Center

დამოკიდებულება რუსეთის მიმართ 25 ქვეყანაში. წყარო: Pew Research Center

აღნიშნულ სახელმწიფოებში უფრო დაბალ ნიშნულზე უშუალოდ პუტინის რეიტინგია. კითხვას, “რამდენად ენდობით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საერთაშორისო საკითხებთან მიმართებით”, გამოკითხულთა 63%-მა უარყოფითად უპასუხა, 26%-მა კი – დადებითად.

დასავლეთში რუსეთის პრეზიდენტს მხოლოდ 21% ენდობა, 77% კი უნდოლობას უცხადებს. ყველაზე მაღალი უნდოლობა პუტინის მიმართ პოლონეთში(89%), ესპანეთსა(88%) და ნიდერლანდებშია(85%). ევროპაში ყველაზე მეტი, 55% პუტინს საბერძნეთში ენდობა.

იმ ქვეყნებს შორის, სადაც გამოკითხვა ჩატარდა, მხოლოდ ორგან ენდობა რუსეთის პრეზიდენტს გამოკითხულთა ნახევარზე მეტი: ფილიპინებსა(61%) და თუნისში(53%)

ნდობის რეიტინგი პუტინის მიმართ 25 ქვეყანაში. წყარო: Pew Research Center

ნდობის რეიტინგი პუტინის მიმართ 25 ქვეყანაში. წყარო: Pew Research Center

ამ ფონზე, გამოკითხვაში მონაწილეთა 72% თანმხდება, რომ ბოლო 10 წელიწადში რუსეთის როლი მსოფლიოს მასშტაბით მზარდია; 15% მიიჩნევს, რომ მოსკოვის გავლენა იგივეა, რაც ეკადის წინ, 10% კი ფიქრობს, რომ რუსეთის როლი შემცირებულია.

დამოკიდებულება რუსეთის როლთან მიმართებით მსოფლიოში. წყარო: Pew Research Center

დამოკიდებულება რუსეთის როლთან მიმართებით მსოფლიოში. წყარო: Pew Research Center

 

მასალების გადაბეჭდვის წესი