ახალი ამბები

202 უბნის შედეგებით, ნარმანიას 46.07%, ნიკა მელიას კი 28.01%

16 ივნისი, 2014 •
202 უბნის შედეგებით, ნარმანიას 46.07%, ნიკა მელიას კი 28.01%

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიდევ 527 უბნის მონაცემი უნდა დათვალოს. ამჟამად ცნობილი შედეგების მიხედვით, დიმიტრი ლორთქიფანიძეს ამომრჩეველთა 12.95% უცხადებს მხარდაჭერას, ირმა ინაშვილს- 5.4%, ხოლო კახა კუკავას- 2.28%. 

 

პროპორციული წესის შემთხვევაში კი, თბილისის მასშტაბით  72 უბნის მონაცემის მიხედვით “ქართულ ოცნებას” 46.58% აქვს, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას- 25.45%. საქართველოს მასშტაბით კი 3637 უბნიდან დათვლილია 567, შედეგები აჩვენებს, რომ “ქართულ ოცნებას 54.76% მხარდაჭერა აქვს, ხოლო “ნაცინალურ მოძრაობას” -20.71%. 

მასალების გადაბეჭდვის წესი