სამბოში კადეტთა მსოფლიო პირველობა საქართველოს კადეტთა ნაკრებმა 7 მედლით დაასრულა. ასპარეზობა 5-7 დეკემბერს სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარეობდა.
სამბოს ეროვნული ფედერაციის ცნობით, საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრებაზე 5 ბრინჯაოს, 1 ვერცხლის და 1 ოქროს მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ ლუკა გადელია (46კგ), დავით ბახბახიშვილი (55კგ), პაატა ტაბატაძე (72კგ), ნათია კახობერაშვილი (38კგ) და ეკატერინე რაზმაძე (41კგ). ვერცხლის მედალს დაეუფლა გოგიტა ბაიაძე(78კგ), ხოლო პირველობის ოქროს მედლის მოპოვება ირაკლი დემეტრაშვილმა(+84კგ) შეძლო. საქართველოს კადეტ ვაჟთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. საქართველოს სამბოს ფედერაცია ულოცავს სპორტსმენებს და საქართველოს ამ გამარჯვებებს.