დაკავებულები ამჟამად (02:18) სამხარეო სამმართველოში არიან გადაყვანილნი. პოლიციის სამართველოში მივიდნენ დეპუტატი ნუგზარ წიკლაური და გიგა ბოკერია, ხოლო პოლიციის სამართველოს შენობის წინ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არიან შეკრებილი. სანამ ნუგზარ წიკლაური პოლიციის სამმართელოს შენობაში შევიდოდა, მასსა და ‘ქართული ოცნების’ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.




