ახალი ამბები

“თანასწორობის ჯილდო” 12 ადამიანს, ლგბტქ თემის გაძლიერებისათვის

7 დეკემბერი, 2018 • 2842
“თანასწორობის ჯილდო” 12 ადამიანს, ლგბტქ თემის გაძლიერებისათვის

“თანასწორობის მოძრაობამ” ლგბტქ ადამიანების გაძლიერებაში მონაწილეობისათვის 12 ადამიანი დააჯილდოვა. ცერემონია, სახელწოდებით “თანასწორობის გალა” დღეს, 7 დეკემბერს, თბილისში გაიმართა.

12 გამარჯვებულს, რომლებიც თემის წევრებისა და 6 ორგანიზაციის ხმის მიცემის საფუძველზე შეირჩა, თანასწორობის ჯილდოები გადაეცათ. დაჯილდოებულებს შორის არიან პოლიტიკოსი, სასულიერო პირი, ექიმები, სპორტსმენი, აკადემიის წარმომადგენელი, შიდსის აქტივისტი, ჟურნალისტი, მწერალი, ხელოვანი, ბიზნესი და პოლიციელი.

დაჯილდოებულთა სია ასეთია:

  • ნომინაციაში პოლიტიკოსი – თამარ კორძაია, “რესპუბლიკური პარტიის ლიდერი;
  • ნომინაციაში ექიმი – გიორგი ჭეიშვილი, ექიმი-ფსიქიატრი, ტრანსგენდერ ადამიანებს ტრანზიციის გზაზე ეხმარება; ნინო რუხაძე,  – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის თანამშრომელი;
  • ნომინაციაში ჟურნალისტი – ნათია ორველაშვილი, ტელეკომპანია “იმედის” კორესპონდენტი;
  • ნომინაციაში ხელოვანი – ლაშა ცერცვაძე, ფოტოგრაფი;
  • ნომინაციაში მწერალი – დავით გაბუნია, მწერალი და სცენარისტი;
  • ნომინაციაში აკადემიის წარმომადგენელი – გიორგი მაისურაძე , ლექტორი;
  • ნომინაციაში ბიზნესი – კლუბი “ბასიანი”;
  • ნომინაციაში სპორტსმენი – გურამ კაშია, ფეხბურთელი;
  • ნომინაციაში პოლიციელი – ლალი ინასარიძე;
  • ნომინაციაში შიდსის აქტივისტი – გიორგი სოსელია; ორგანიზაცია “მსოფლიო ექიმები”;
  • ნომინაციაში სასულიერო პირი – რუსუდან გოცირიძე, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი;

“თანასწორობის გალაზე” ორგანიზაციამ  ასევე შეაჯამა 2018 წელი და შეკრებილ საზოგადოებას “თანასწორობის მოძრაობის” მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარუდგინა.

"თანასწორობის მოძრაობის" ჯილდო

“თანასწორობის მოძრაობის” ჯილდო

მასალების გადაბეჭდვის წესი