ახალი ამბები

ნიკა მელია: მეორე ტური ძალიან დაძაბული იქნება

15 ივნისი, 2014 •
ნიკა მელია: მეორე ტური ძალიან დაძაბული იქნება

“გულწრფელად რომ გითხრათ, არ გამკვირვებია [ეგზიტპოლის შედეგები]. ასეთი მოცემულობა იყო საზოგადოებაში. ვფიქრობ, მეორე ტური იქნება ძალიან დაძაბული, სადაც შანსები იქნება 50/50-ზე, და იქნება ასევე დამატებითი საშუალება, შევხვდე ათასობით თბილისელს და დავაჯერო იმაში, რომ მინდა გავატარო ქალაქში ის პოლიტიკა, რომელიც უკავშირდება ქალაქში არა ურთიერთდაპირისპირებას და კინკლაობას დაუმთავრებელს, არამედ რეალურად საქმის კეთებას. შეუძლებელია ხელისუფლებაში იყო 2 წლის განმავლობაში მხოლოდ წინა ხელისუფლების პოლიტიკაზე. ქვეყანა, ფაქტია, ვერ გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე. ის პროექტები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, არის ის პროექტები, რომელიც თბილისს სჭირდება. სამწუხაროა ისიც, რომ ძალიან ბევრი თბილისელი არის იმედგაცრუებული, ისინი არ მივიდნენ არჩევნებზე და ესეც, სამწუხაროდ, მოახერხა ხელისუფლებამ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი