ახალი ამბები

ჯონდი ბაღათურია: ხელისუფლებას უნდა ჩაშალოს ყველა უბანი, სადაც ჩვენი კანდიდატები იგებენ

15 ივნისი, 2014 •
ჯონდი ბაღათურია: ხელისუფლებას უნდა ჩაშალოს ყველა უბანი, სადაც ჩვენი კანდიდატები იგებენ

“ხელისუფლებამ აირჩია გაყალბების ბრიყვული გზა, ისინი ცდილობენ ყველა იმ უბანში და ოლქში, სადაც აშკარად ჩანს ეგზიტპოლების და გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომ ვიმარჯვებთ ჩვენ, კოალიცია “ერთიანი ოპოზიცია”, ჩვენი კანდიდატები, უბრალოდ, ჩაშალონ უბნები. მათ შორის ისეთი უხეში მეთოდებითაც, როგორიც არის ყუთების გადაყრა, ცეცხლის წაკიდება ან ყუთების გატაცება”, – აცხადებს ბაღათურია.

 

ჯონდი ბათათურიას თქმით, ასეთი მაგალითი დაფიქსირდა მარტვილის რაიონში, სადაც სცადეს ყუთის გატაცება:

 

“მაგალითად, ვანის მე-8 უბანში პირდაპირ ფანჯარასთან დადგეს ყუთი, იმისთვის, რომ ფანჯრიდან ვიღაცამ გადაიტანოს და რამდენიმე მცდელობა ყუთის გადატანის იყო. წალკის რაიონში კი ილია საბაძე, რომელიც არის გამგებლობის კანდიდატი ემუქრება ეკომიგრანტებს, ესენი არიან აჭარიდან ჩამოსახლებული ყველაზე პატიოსანი ხალხი, რომელთაც მიწები და სახლ-კარი არ აქვთ დაკანონებული და ემუქრებიან სახლ-კარიდან გამოყრით”, – აცხადებს ჯონდი ბაღათურია. ის აცხადებს, რომ ასეთი ქმედებებისთვის ყველა კანონის წინაშე დაისჯება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი