ახალი ამბები

 ბარათაშვილის აღმართზე კლდე ჩამოინგრა – თბილისის მერია

6 დეკემბერი, 2018 • 2507
 ბარათაშვილის აღმართზე კლდე ჩამოინგრა – თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბარათაშვილის აღმართზე კლდე ჩამოინგრა. პრესსამსახურის ცნობით, რამდენიმე საათია ადგილზე გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს და ამის გამო ტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის აკრძალულია. როგორც მერიაში ნეტგაზეთს უთხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას ავლაბრის მოედანზე დაასრულებს. გამონაკლისია N37 ავტობუსი, რომელიც
დროებით ორთაჭალის გავლით გადაადგილდება. ანალოგიურად, ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორთაჭალის გავლით იმოძრავებს,”-აცხადებენ მერიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი