ახალი ამბები

სლოვაკეთი აცხადებს, რომ რუსეთის დიპლომატად მომუშავე ჯაშუში გააძევეს

5 დეკემბერი, 2018 • 1284
სლოვაკეთი აცხადებს, რომ რუსეთის დიპლომატად მომუშავე ჯაშუში გააძევეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნიდან გააძევეს რუსი დიპლომატი, რადგან აღმოაჩინეს, რომ ჯაშუში იყო.

პრემიერმა პიტერ პელეგრინიმ 5 დეკემბერს განაცხადა, რომ ჯაშუშის ქმედებები “სლოვაკეთისა და ნატოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული”.

პრემიერის თქმით, ეს დიპლომატი ოფიციალურად მუშაობდა რუსეთის საელჩოში, სამხედრო წარმომადგენლის სექციაში.

პელეგრინის არ უსაუბრია დამატებითი დეტალების შესახებ და არც დიპლომატის ვინაობა გაუმხელია.

ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სლოვაკეთს არ გაუძევებია არცერთი რუსი დიპლომატი 2018 წლის მარტში, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლის შემდეგ განვითარებული პროცესების პარალელურად,. მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლაში ბრიტანეთი მოსკოვს ადანაშაულებს. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს, თუმცა სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ სკრიპალებზე თავდასხმაში რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

მასალა მომზადებულია Associated Press-ისა და Washington Post-ის მასალებზე დაყრდნობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი