ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე პეტრო პოროშენკოს შტაბისთვის იმუშავებს — “მაესტრო”

5 დეკემბერი, 2018 • 2897
გიორგი ვაშაძე პეტრო პოროშენკოს შტაბისთვის იმუშავებს — “მაესტრო”

ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საარჩევნო შტაბისთვის იმუშავებს 2019 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

ინფორმაცია ტელეკომპანია “მაესტრომ” გაავრცელა 5 დეკემბერს.

როგორც ვაშაძემ “მაესტროს” უთხრა, მას უკრაინაში გადასვლას სთავაზობდნენ, თუმცა ამაზე უარი თქვა და საქართველოდან დაეხმარება პოროშენკოს შტაბს.

ვაშაძე 2017 წელს პოროშენკოს მრჩეველი იყო.

2012 წელს იგი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დააარსა პარტია “ახალი საქართველო”.

საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2019 წლის 31 მარტსაა ჩანიშნული. პრეზიდენტს 5-წლიანი ვადით ირჩევენ.

2019 წლის შემოდგომაზე ჩანიშნულია საპარლამენტო არჩევნებიც.

ნეტგაზეთი ცდილობს, დამოუკიდებლადაც დაუკავშირდეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დეტალების გასარკვევად.

მასალების გადაბეჭდვის წესი