5 დეკემბერს ამხანაგურ მატჩში საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა იტალიის 19-წლამდელთა ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 2:1.
თავდაპირველად, მე-16 წუთზე ანგარიში იტალიის ნაკრებმა გახსნა; 24-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის ბოლოს, 88-ე წუთზე კი ცოტნე ფაცაციამ გაიტანა გამარჯვების გოლი.