რაც შეეხება თავად საარჩევნო პროცესს, ცესკოს შეფასებით, იგი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და დაფიქსირებული პროცედურული ხარვეზების უმეტესობა ადგილზე აღმოიფხვრა.
ცესკოს ინფორმაციით, მარტვილის მე-16 უბნიდან გატაცებული ბიულეტენები დალუქულ მდგომარეობაში, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვნეს, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიამ მე-16 საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
ანაკლიის 32-ე უბანზე საარჩევნო ყუთი დაამტვრიეს. ცესკოს და ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ამ დროისთვის (11:41) სიტუაციას ადგილზე სწავლობენ, შესაბამისად, დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობის შედეგებს ცესკო 13:30 საათზე გამოაცხადებს.




