ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში ღვინის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ქსპორტირებულია 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ). სააგენტოს თქმით, წინა წელს ეს მაჩვენებელი 76.7 მლნ ბოთლს უტოლდებოდა.
საქართველოსთვის ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (48587707), უკრაინა (9525172), ჩინეთი (6275909), ყაზახეთი (3396452) და პოლონეთი (3026652).
ასევე, სააგენტოს ინფორმაციით ექსპორტი გაზრდილია
- ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: დიდი ბრიტანეთი – 34% (103724), იაპონია – 30% (201275 ბოთლი), პოლონეთი – 27% (3026652) და აშშ – 3% (456376);
- ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთი – 477% (99774), ჩეხეთი – 69% (57708), ნიდერლანდები – 41% (72249), ლიეტუვა – 19% (439980), საფრანგეთი – 15% (113885), ესტონეთი – 11% (509840), ლატვია – 10% (1612234), გერმანია – 9% (439638), კანადა – 7% (173538) და ა.შ.;
- ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი – 102% (135294), ყირგიზეთი – 34% (179610), აზერბაიჯანი – 31% (146256), მონღოლეთი – 27% (214398), უკრაინა – 24% (9525172), ყაზახეთი – 10% (3396452), რუსეთი – 11% (48587707), სამხრეთ კორეა – 275% (68124), სინგაპური 6700% – (40800) და სხვა.
ღვინის ეროვნული სააგენტო ამბობს, რომ იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 17,8 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 9%-ით აღემატება გასული წლის 11 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 36,4 მლნ აშშ დოლარს მიაღწია – ზრდამ 3% შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 360 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 43%. სულ ექსპორტირებულია 1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
,თლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 281 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელს.