ახალი ამბები

შსს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის პოლიტიკაზე მუშაობს

14 ივნისი, 2014 •
შსს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის პოლიტიკაზე მუშაობს

შსს-ს ცნობით, კომისიის საქმიანობის მიზანია გამოიკვეთოს საერთო სურათი ქვეყანაში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში დააკვირდებიან, „შავ ბაზარზე” რომელი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების არალეგალური ბრუნვა ხდება და რა რისკები არის დაკავშირებული ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

 

კომისია გააანალიზებს სხვადასხვა შესაბამისი უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას პრობლემების აღმოჩენის კუთხით და ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების გამოსაქვეყნებლად ინფორმაციას მოამზადებს.

 

კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები საქართველოს მთავრობისათვის „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონის დანართებში ცვლილებების შეტანის ინიცირებისათვის.

 

სხდომაზე კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონის აღსრულება ეფექტურად ხდება, განიხილეს საკითხები, რომელიც უკავშირდება საქართველოში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ახალი სახეობების გამოჩენას და შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირებაზე შეთანხმდნენ, აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

 

კომისიის შემადგენლობაში შედიან შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის პირველი შეხვედრა 2014 წლის 14 ივნისს გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის პირველი შეხვედრა 2014 წლის 14 ივნისს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი