ახალი ამბები

ევროკავშირი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსს იწყებს

4 დეკემბერი, 2018 • 1923
ევროკავშირი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსს იწყებს

ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ფარგლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი აცხადებს რიგით მეორე საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ახალქალაქის განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებული, 2018 – 2020 წწ. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანებისა და პრიორიტეტების შესაბამისად, მათ შორის:

[checklist]

  • ადგილობრივი შემოსავლის გაზრდა და ადგილობრივი ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
  • სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.
  • ადგილობრივი ტურიზმის პოტენციალის გაფართოება, ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციას და მხარდაჭერა.
  • მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვა.

[/checklist]

საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადები უნდა შეესაბამებოდეს ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას და ხელს უწყობდეს მის განხორციელებას.  სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების, ასევე სავარაუდო აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ვებგვერდზე (https://akhalkalakilag.ge/).

საგრანტო კონკურსი მოიცავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს და მის ფარგლებში შემავალ ყველა თემსა და სოფელს. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ იურიდიულ პირსა და სახელმწიფო უწყებას/მის წარმომადგენლობებს, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

მოთხოვნილი საგრანტო თანხა:


  • მინიმალური საგრანტო თანხა შეადგენს –  1 000 ლარს
  • მაქსიმალური საგრანტო თანხა შეადგენს – 150 000 ლარს
  • საშუალო საგრანტო თანხა  შეადგენს – 50 000 ლარს.

თანადაფინანსება სავალდებულოა ყველა განმცხადებლისთვის შემდეგი პროცენტულობით:

კომერციული საწარმოები (შპს, კერძო მეწარმეები და ა.შ.) – მინიმუმ 35%
მუნიციპალური და სახელმწიფო ორგანიზაციები – მინიმუმ 35%
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები – მინიმუმ 20%
არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, და სხვა ორგანიზაციები – მინიმუმ 15%
ადგილობრივი სათემო ჯგუფები და ფიზიკური პირები – მინიმუმ 15%

შენიშვნა: თანადაფინანსებად ჩაითვლება, როგორც საკუთარი ფინანსური თანამონაწილეობა  ასევე  მესამე  მხარისგან  (ფიზიკური და იურიდიული პირებისგან) მოზიდული თანხები. დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია და საგრანტო სახელმძღვანელო, ხოლო საგრანტო განაცხადის წარმოსადგენად გთხოვთ შეავსოთ ინტერესთა გამოხატვის ონლაინ ფორმა. გაცნობებთ, რომ აღნიშნიშნულ საგრანტო კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭება მცირე და საშუალობიუჯეტიან პროექტებს. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ წინა საგრანტო კონკურსით მხარდაჭერილი ინიციატივების თემატიკა და მდებარეობა, რომ თავიდან ავიცილოთ საპროექტო იდეების დუბილება.

განმცხადებლებს ტექნიკური კონსულტაციების მიღება ასევე შეეძლებათ, საგრანტო კონკურსის დახურვამდე, GIPA-სა და ახალქალაქის განვითარების ჯგუფის ოფისში. დამატებითი ინფორმაციისათვის, მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე: +995 599199746 ან/და მოგვწეროთ info@akhalkalakilag.ge. საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია,  განთავსდება ევროკავშირის ENPARD პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე http://enpard.ge/ge/ ახალქალაქის განვითარების ჯგუფის ვებგვერდზე: https://akhalkalakilag.ge/.

პროექტს “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი (DRDVE/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია  ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

დანართები:

ინტერესთა გამოხატვის ონლაინ ფორმა.

საგრანტო სახელმძღვანელო

ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია

მასალების გადაბეჭდვის წესი