ახალი ამბები

ანონსი: 14 ივნისი

13 ივნისი, 2014 •
ანონსი: 14 ივნისი

ამავე დღეს, მედიაცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მედიას თავისი ორგანიზაციების საარჩევნო მისიების შესახებ ინფორმაციას მთელი დღის განმავლობაში მიაწვდიან:

 

12.00 – ახალგაზრდა იურისტები

12.30 – განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი

13.00 – სამართლიანი არჩევნები

13.30 – ადამიანის უფლებაა ცენტრი

14.00 – მრავალეროვანი საქართველო

 

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ხათუნა დოლიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, თინა გელაშვილი, ნანა მაკარაძე, ჟანა ანთია, ცირა ბარქაია, მარიკა ზაქარეიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ

12:00 სახალხო დამცველი 15 ივნისს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით   განცხადებას გააკეთებს

14:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ბაღში (გეგეშიძის ბაღი) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტთა გამოფენას დაათვალიერებს.

მისამართი: ფალიაშვილის 32 ა

 

14:00 ადამიანის უფლებებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციას კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და გედევან ფოფოხაძე ინდივიდუალური საჭიროებების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ფოთის შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა დღის ცენტრისა და სამხატვრო სკოლის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

მისამართი: ფოთი, წმინდა გიორგი ქუჩა #56

15:00 ადგილი: დარიალის ხეობაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ გარიკ ბეგლარიანსა და სომხეთის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორ აშოტ არშაკაიანთან ერთად, დარიალში მიმდინარე სამუშაოებს დაათვალიერებენ.

15:00 მთავრობის კანცელარიასთან, პატიმარ შოთა დობაძიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები შოთა დობაძიშვილის სისხლის სამართლის საქმის გადახედვის მოთხოვნით, აქციას გამართავენ.

საკონტაქტო ინფორმაცია: ხატია ლილუაშვილი 577340901

16:00 მწერალთა სახლში გამომცემლობა ლოგოს პრესი კვლავ უმასპინძლებს პატარა მკითხველებს. შეხვედრაზე ბავშვები მოისმენენ ძმები გრიმების რჩეულ ზღაპრებს ღარიბი მეწაღისა და ელფების, ოთხი ნიჭიერი ძმის, პატარა მამაცი მკერავისა და სხვაგმირების შესახებ.

14 ივნისი
14 ივნისი

მასალების გადაბეჭდვის წესი