ახალი ამბები

ვანში დაშავებული მამაკაცის ძმა თავდასხმის დეტალებზე საუბრობს

13 ივნისი, 2014 •
ვანში დაშავებული მამაკაცის ძმა თავდასხმის დეტალებზე საუბრობს

“დაჩეხილი იყო კაცი მთლიანად, ყური, სახე გაპობილი მთელ სიგრძეზე, გულ–მკერდი მთლიანად დაუთოვებული, თავში ჩარტყმული. სამი კაცი იყოო, ფული წაიღეს 500 ლარი, რა ექნებოდა მეტი, პენსიონერია 67 წლის კაცი, მარტო ცხოვრობს. მერე უთხოვიათ მანქანის გასაღები, მიუცია- წაიყვანეთო, გამოსულან და საბურავი გაუჭრიათ, მერე ჩართულა სიგნალიზაცია  და გაქცეულან. თავის სისხლში ცურავდა კაცი, კინაღამ შიშით წავიქეცი, რომ დავინახე. ნიღბები ჰქონიათ, ერთი ნიღაბი ნახა პოლიციამ, იყო დარჩენილი იარაღის ვაზნაც, იარაღიც ჰქონდათო და ესეც ნახა პოლიციამ”, – აცხადებს იური გოგიბერიძე.

მისივე  თქმით, ამჟამად ჯემალ გოგიბერიძე სამტრედიის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი